სიმართლე ქათმის კვერცხის წარმოების შესახებ

ქათმები, უკვე, როგორც წესი – თავის ცხოვრებას დიდ საინკუბატორო ყუთებში იწყებენ. გამოჩეკვის შემდეგ მათი დახარისხება ხდება.

მამლები კვერცხის მრეწველობაში უსარგებლოებად ითვლებიან, რადგან ისინი სელექციური ქათმების ჯიშის არიან, რომელთა ხორცის საკვებად გამოყენება აკრძალულა. ამის გამო მამალ წიწილებს ან გაზით კლავენ, ან ცოცხლად ანაწევრებენ, ზოგჯერ კი პოლიეთილენის პარკებით პირდაპირ სანაგვე ყუთში აგდებენ.

ერთ-ერთი მკვლევარ-მეცნიერი ყვება, რომ მან დანაწევრებულ წიწილებზე დაკვირვების დროს, მათი ნაწილობრივ დაუზიანებელი სხეულები და სრულიად დაუზიანებელი თავის ქალები შეამჩნია. დაუზიანებელი თავის ქალით წიწილები სრულ გონზე იყვნენ და ნელი, ტანჯული სიკვდილით კვდებოდნენ.

დარჩენილი დედალი წიწილები კი აგრძელებენ თავის ცხოვრებას გაუსაძლის პირობებში. მოზრდილ ქათმებს 50-60 სმ.-იან გალიაში ათავსებენ. ერთმა გალიამ 5 ქათამი უნდა დაიტიოს. ამ ქათმების ცხოვრების პირობები იმდენად სტრესულია, რომ მათი კვერცხის დების პერიოდი მხოლოდ 2 წელს გრძელდება.

ამის გამო წარმოების დავარდნა ხდება და ასეთი ქათამი არაგამოსადეგად ითვლება, მას ან კლავენ, ან „გადატვირთვას“ უტარებენ. „გადატვირთვაში“ იგულისხმება, ქათმის სრულ სიბნელეში, საკვების და წყლის გარეშე ყოფნა. მსგავსი შოკური მეთოდი, ქათმის რეპროდუქტიული სისტემის ახალ ციკლზე გადასვლას იწვევს.

ვიწრო გალიაში ქათმები ხშირად აზიანებენ ერთმანეთს. ამის თავიდან ასაცილებლად მათ ნისკარტებს ნაწილობრივ აჭრიან, რაც ცხადია მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული.

სივიწროვეში არსებობის გამო ქათმებს ნორმალურად მოძრაობა არ შეუძლიათ. ამას ემატება, კვერცხის დების შედეგად გამოწვეული კალცის ნაკლებობა. ამის გამო ფრინველებს მტვრევადი და დასუსტებული ძვლები უხდებათ, რომლებიც ხშირად ტყდება, რაც მათ ასევე დიდ სატანჯველში ამყოფებს.

დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მაღაზიაში ნაყიდი კვერცხის შეძენა, ამ სისასტიკის ჩვენს ოჯახებში შემოტანა და ამით მეფრინველეობის თანამედროვე ფერმების მხარდაჭერა?

წყარო: „vegan.ru“.

 

კომენტარები