„სიმბოლურია, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“ წერს:

„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამ იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდათ როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე.

სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი.

მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.

მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც. ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების – ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა 7  ნოემბერს დატოვა.

კომენტარები