სიმპტომი, რომლითაც კორონავირუსი გაციებისგან განსხვავდება

კორონავირუსული ინფექცია ბევრი სიმპტომით ჰგავს გრიპს და გაციებას.

სიმპტომი, რომლითაც კორონავირუსი გაციებისგან განსხვავდება.

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით:

ყნოსვის დაკარგვა იმ დროს, როდესაც ცხვირის ღრუ თავისუფალია და პაციენტს სურდო არ აქვს, კორონავირუსის მთავარი დამახასიათებელი სიმპტომია.

„COVID-19“-ს არ უკავშირდება ჩვეულებრივი ვირუსული გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები,  –  ცხვირის გაჭედვა ან ცხვირში ლორწოს წარმოქმნა. ეს ფაქტი საშუალებას იძლევა, საკმაოდ ადვილად განვასხვაოთ COVID-19 სეზონური ალერგიისგან.  თუ ადამიანმა მოულოდნელად დაკარგა ყნოსვა, როცა არც სურდო აქვს და არც ცხვირი აქვს გაჭედილი, ეს ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი იზოლირება და გაუკეთდეს ტესტი კორონავირუსულ ინფექციაზე“.

ამის შესახებ პორტალი Eurekalert-ი წერს.

კომენტარები