„სინამდვილეში კორონავირუსი აღარ არსებობს კლინიკური თვალსაზრისით“ – ალბერტო ძანგრილო

Rai 3-ის გადაცემაში “1/2 ora in più”-ში მილანის სან რაფაელეს უნივერსიტეტის ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა ალბერტო ძანგრილომ განაცხადა:

„ეპიდემიოლოგები შიშობდნენ, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყებოდა მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში და ვინ იცის, ინტენსიური თერაპიის რამდენი საწოლი იქნებოდა საჭირო პაციენტებისთვის. სინამდვილეში ვირუსი აღარ არსებობს კლინიკური თვალსაზრისით. ამას ამბობს სან რაფაელეს უნივერსიტეტი Vita-Salute. ამას მოწმობს ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მასიმო კლემენტის ჩატარებული კვლევა, ამას ამბობს პროფესორი სილვესტრი ატლანტის (აშშ) ემორის უნივერსიტეტიდან“.

-„კორონავირუსი, შესაძლოა, ახლა განსხვავებული იყოს. ცეცხლოვანი სიმძლავრე, რომელიც ვირუსს ჰქონდა 2 თვის წინ, აღარ არის ის ცეცხლოვანი სიმძლავრე დღეისათვის. დღეისათვის დაავადება Covid-19 განსხვავებულია. მისი კლინიკური გამოვლინება და მიმდინარეობა ნამდვილად გაცილებით უფრო მსუბუქია“, – განაცხადა გენუის სან მარტინოს საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების კლინიკის დირექტორმა, მატეო ბასეტიმ.

ამის შესახებ სააგენტო Ansa წერს

კომენტარები