„სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას ხელით შევეხე. რა თქმა უნდა, იწევდა უწმინდესისკენ და რომ იწევდა არავის არ ვაპატიებ, პეტრეს კი არა მთელი ჯარი რომ შემოვიდეს“

ბოდბელი ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემაში “იმედის კვირა” განაცხადა:

„სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას ხელით შევეხე.

რა თქმა უნდა, იწევდა უწმინდესისკენ და რომ იწევდა არავის არ ვაპატიებ, პეტრეს კი არა მთელი ჯარი რომ შემოვიდეს, სანამ პირში სული მიდგას.

მეუფე პეტრე ცაავას სინოდის შემდეგ გაკეთებული განცხადებების დროს პანაღია (ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ეპისკოპოსს გულზე ჰკიდია) არ ეკეთა. პანაღია მეუფე პეტრეს მაშინ ჩამოწყდა, როდესაც მას ხელით შეეხო და დარბაზიდან გააძევა.

ჩამოწყდა, დატოვა დედა ღვთისმშობელმა“.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა.

პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.

მეუფე პეტრემ  სხდომის დასრულების განაცხადა:

„მე განმაყენეს მღვდელმთავრობიდან. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში „პადარასტიის” მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვების.

ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

კომენტარები