„სინოვაკს” ევროკავშირის/შენგენის შვიდი ქვეყანა აღიარებს

ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნა როცა დაიწყეს, მათი გადაწყვეტილებით, განისაზღვრა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინის დროს შეიძლებოდა ვაქცინირებული მოგზაურები მიეღო.
ევროპის ყველა ქვეყანა აღიარებს ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დადასტურებული ვაქცინით აცრას,-   Oxford/AstraZeneca, Pfizer/BioNTech, Moderna და Johnson & Johnson.
წესები ანალოგიურად არ ვრცელდება იმ მოგზაურებზე, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის ვაქცინა გაიკეთეს, -„სინოვაკი”. ამ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს.
“სინოვაკი” ჩინეთში წარმოებული ვაქცინაა, WHO-მ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, ეს ვაქცინა უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და წარმოების ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
VisaGuide.World–ის მიერ შემუშავებული ახალი ინსტრუმენტის თანახმად, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე შეამოწმონ თავიანთი ვაქცინის ვალიდურობა, ევროკავშირის/შენგენის ზონის სწორედ შემდეგი შვიდი ქვეყანა აღიარებს “სინოვაკის” ვალიდურობას: ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი და შვეიცარია.
“სინოვაკით” აცრილი საერთაშორისო მოგზაურები, აღნიშნულ ქვეყნებში, თავისუფლდებიან ყველა საკარანტინო მოთხოვნებისგან.
ევროპის კონტინენტზე მდებარე შემდეგი ხუთი ქვეყანა აღიარებს “სინოვაკის” ვალიდურობას, მოგზაურთა მიღებისას, ესენია: ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, მაკედონია და სერბეთი.
VisaGuide.World-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ევროკავშირის/შენგენისა და მესამე ქვეყნის გარდა, “სინოვაკის” აცრის დამადასტურებელი ცნობის ვალიდურობას, მოგზაურობისას, კიდევ 34 ქვეყანა აღიარებს.

კომენტარები