„სინოფარმის ვაქცინას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს – ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდით“ – ჩინეთის ელჩი საქართველოში

სინოფარმის ვაქცინას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

-„სინოფარმის ვაქცინა ტრადიციული, სანდო და ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. ვაქცინის დაახლოებით 100 მლნ დოზაა გამოყენებული, რამე სერიოზული გევრდით ეფექტები არ მოჰყოლია, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული”,- განაცხადა ელჩმა.

საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენიმ განაცხადა, ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია, ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა.

-„ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.  ჩინურმა მხარემ საქართველოს ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული და სანდო ვაქცინა მიაწოდა. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე მაღალია.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩინური ვაქცინის პრეზენტაციას ვესწრები. „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო სირთულეების დროს მუდამ ეხმარებიან, მხარში უდგანან ერთმანეთს პრევენციის, კონტროლის გამოცდილების გაზიარებით, მატერიალური დახმარების გაწევითა და სხვა ფორმებით. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვახორციელებთ.

როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია, ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა. პრეზიდენტ სი ძიპინის განცხადებით, ვაქცინა გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტი უნდა იყოს. ჩინეთი პრაქტიკული ქმედებებით ცდილობს ამის სისრულეში მოყვანას. ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ვაქცინა ვირუსის საწინააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინური ვაქცინები ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამჯერად ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციულ, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია. ამ დროისთვის ეს ვაქცინა არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი ხალხის სოცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა. მათ შორის ვაქცინების მიმართულებით, რათა ერთად შევუწყოთ ხელი საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებას.

ვიმედოვნებ, ჩინური ვაქცინა საქართველოს „კოვიდ-19“-ის სწრაფად დამარცხებაში და სოციალური-ეკონომიკური კეთილდღეობის, განვითარებისა და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ლი იენიმ.

ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სინოფარმი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

კომენტარები