„სინოფარმი“ აპრილის შუა რიცხვებში ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“-ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა

-„უკვე ცნობილია, „სინოფარმი“ აპრილის შუა რიცხვებში ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას, ეს საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდული. ჩინური ვაქცინით უკვე აცრილია 40 მილიონზე მეტი ადამიანი, ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ისმის. „სინოფარმი“ ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას. საქართველოს ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა აქვს.

ამ კვირაში მოვიწვევთ ვაქცინაციის საბჭოს, დამატებით ვიმსჯელებთ, რა იქნება მიდგომა. ასევე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. კოვიდსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება, ვაქცინაციის საბჭოს ვგულისხმობ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდანდაიწყო, „ფაიზერის“ ვაქცინით 30 მარტიდან. საქართველოში  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები