სირაქლემამ ოჯახი დაანგრია, ზებრების ჯოგს შეუერთდა

დიდ ბრიტანეთში, უილტშირის საფარი პარკის ერთ-ერთი ბინადარი სირაქლემა (სახელად ბლიუ), ზებრების ჯოგს შეუერთდა. წერს The Sun-ი.

ფრინველმა უარი თქვა თავის პარტნიორთან ერთად შთამომავლობაზე ეზრუნა, 12 ზებრისგან შემდგარ ჯოგთან თამაშობს და დარბის. ასეთი საქციელით ბლიუმ პარკის ბინადრების გამრავლების სქემა საფრთხის ქვეშ დააყენა, ამის გამო მას საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევს, მის მოვალეობებს სხვა სირაქლემა შეასრულებს, რომელიც მამობრივ მოვალეობას მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება.

საფარი-პარკში აცხადებენ, რომ ბლიუს იდენტურობის კრიზისი დაემართა, – უნდა, რომ ზებრა იყოს.

კომენტარები