„სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა:

„სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს.

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს, რაც ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ.

ჩვენ (აშშ და თურქეთი) შევთანხმდით ქურთების სახალხო დაცვის (YPG) შეიარაღების შეგროვებასა და მათი პოზიციების განადგურებაზე“.

თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან  თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები