სირია- 10-წლიანი ომის მანძილზე ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა

სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ომის პერიოდში, (სირიაში 2011 წელს დაიწყო), ქვეყანაში თითქმის 500 000 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

ჯამში ომის დროს 494 438 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან მაღალი სიკვდილიანობა 2012-2015 წლებში დაფიქსირდა.

ამ წლის მარტში სირიის ომში დაღუპულთა რიცხვი 388 000 შეადგენდა. მას შემდეგ ცენტრმა დამატებით 105 015 გარდაცვალება დაადასტურა. მონაცემები ადგილზე არსებული წყაროების ქსელით მიიღეს. აქედან 42 000 დაღუპული სამოქალაქო პირია, რომელთა უმეტესობა სირიის ციხეებში წამების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები