სირიელი ბავშვი დაბომბვაზე იცინის, – მუჰამედმა, შვილი ფსიქოლოგიური ტრავმისგან რომ დაეცვა

სირიელი აბდულა ალ-მუჰამედის მხიარული  ოჯახი,  სამოქალაქო ომის გამო იძულებული გახდა, რომ სარაქიბი, ადგილი, სადაც ცხოვრობდა, დაეტოვებინა. ოჯახი ახლა იდლიბის პროვინცია სარმადაში, მეგობრის სახლში ცხოვრობს.

ამ  ინფორმაციას SkyNews ავრცელებს.

მუჰამედმა, შვილი ფსიქოლოგიური ტრავმისგან რომ დაეცვა, ომის საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია.

როცა ბომბი ვარდება, მამა პატარა გოგონას ეუბნება, რომ ეს საზეიმო ფოიერვერკია. ბავშვების უმეტესობა ბომბების ჩამოვარდნის ხმაზე შიშისგან ტირის, თუმცა აბდულა ალ-მუჰამედის 3 წლის გოგონა იცინის.

„სალვა ბავშვია, მას არ ესმის ომის მნიშვნელობა“, – აღნიშნა მუჰამედმა

 

კომენტარები