სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, ამის შესახებ სააგენტო SANA ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება

 

ამერიკული ბაზა სირიის პროვინცია ელ ჰასეკეში მდებარეობს. წყაროების ცნობით, ბაზის მიმართულებით ხუთი რაკეტა იყო გასროლილი. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აშშ-ს შეიარაღებული ძალები, სირიის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, აკონტროლებენ ნავთობისა და გაზის საბადოების ტერიტორიებს დეირ ეზ-ზორის, ალ-ჰასეკის და რაქას პროვინციებში. ოფიციალური დამასკო აშშ-ის შეიარაღებული ძალების მსგავს ქმედებებს ნავთობის მოპარვის მიზნით ოკუპაციად მიიჩნევს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები