„სირცხვილია ასეთი საქციელი! – , ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ,  პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა“-ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა:

-„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა,  საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ. სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ,  პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ გავრცელდა პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია, – აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. პატრიარქს არაკეთილისმოსურნე ცოტა არ ჰყავს. ერთი და იგივე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ, – უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ, – მაინც უკმაყოფილო არიან“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები