„სირცხვილის დერეფანი არ განიხილება – ამომრჩეველზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ“ – ზაალ უდუმაშვილი

-„21 ნოემბრის აქციის შესახებ  გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, დღეს ვიმსჯელებთ, რა ფორმით ჩავატარებთ აქციას. აქცია ნებისმიერ შემთხვევაში იქნება.

ბევრი ვერსია განიხილება, მათ შორის ჯაჭვიც.  ყველა პარტია წარმოადგენს საკუთარ პოზიციას, შევჯერდებით ისეთ მოდელზე, რომელიც მისაღები იქნება.

სირცხვილის დერეფანი არ განიხილება, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი ამომრჩეველია თუ სხვისი, არ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ამომრჩეველზე, რომელიც ხმას აძლევს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური იმართება, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს, ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

კომენტარები