„სირცხვილის კორიდორები, ჩვენ ვთქვით, სამარცხვინო აზრია – ყოველ წელს საარჩევნო უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა“ – თეა წულუკიანი

-„სირცხვილის კორიდორები, ჩვენ ვთქვით, სამარცხვინო აზრია,- საკუთარ ხალხს მოუწყო სირცხვილის კორიდორი, რადგან შენ არ გაძლევს ხმას, ამის შემდეგ მათ გაიაზრეს, გაემიჯნენ ერთმანეთს, ბოლოს თქვეს, – არა, ბატონო, ჩვენ ამას კიარ ვგულისხმობდით, არამედ სხვადასხვა კონკრეტულ პირებს მოვუწყობთ სირცხვილის აქციას, მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები მათი მხრიდან ჩვენთვის უკვე ბანალობად იქცა. მაგალითად,-  ყოველ წელს არჩევნებზე უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა, გვარად ცააძე, ის არის ყოველ არჩევნებზე უბანზე გამწარებული იმით, – ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში. ალბათ, 21 ნოემბერსაც ეს და სხვა ძალები იქნებიან გამწარებული, რომ ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაში რა არის გასაკვირი, არაფერი. ისინი ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, დააჯერეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ორი მანდატით იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში, მესამე ნანდატით დალაგებული გვაქვს, რომ ესენი ვერ მოვლენ, არ მოვუშვებთ ხელისუფლებაშიო, დაავიწყდათ, – არსებობს მთავარი – ხალხი, რომელიც არის ხელისუფლების წყარო. ხალხმა თქვა, „ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია, რომ „ოცნებას“ აქვს 40 პროცენტზე ბევრად მეტი, ანუ  საკმარისი ხმები მთავრობის შესადგენად. ამიტომ  ილუზია, – ისინი ბრუნდებიან ხელისუფლებაში, დარჩა ილუზიად. ის ილუზია, რომ კოალიციური მთავრობა იქნება, დარჩა ილუზიად, რა თქმა უნდა, ისინი მეორე ტურზეც იქნებიან გამწარებული და მოაწყობენ ცუდუბრალო სკანდალებს კონკრეტულ პირებთან მიმართებაში. ჩემთვის ეს ყოველდღიურობის ნაწილია და არ მაკვირვებს. მთავარია, რომ მათ გადათქვეს, შერცხვათ იმის, რაც იყო სამარცხვინო, რომ საკუთარ ხალხს მოუწყობს სირცხვილის კორიდორს, ეს არის სამარცხვინო, როგორც პირველადი იდეა, ახლა გადათქმა თითქოს სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები უკვე ბანალობად იქცა“, – განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა.

კომენტარები