სირცხვილის კორიდორი უნდა მოუწყოთ იმ ვარშალომიძეს, რომელმაც ბათუმში თურქული კვარტლები გააჩინა

 

სირცხვილის კრიდორი უნდა მოვუწყოთ იმ ძალას, რომელმაც 2007 – წლის 8 – ნოემბერს სტუდენტები უმოწყალოდ სცემა.

სირცხვილის კრიდორი უნდა მოვუწყოთ მურმან დუმბაძეს, რომელიც სააკაშვილს მიეყიდა და მანამდე თავის ბელადს აჭარიდან ჩაყვანილი მშვიდობიანი მომიტინგეები უმოწყალოდ აცემინა.
26 – მაისის აქციიდან დუმბაძე სხვა ლიდერებთან ერთად სამარცხვინოდ გაიპარა ხალხი კი სააკაშვილის ზონდერებს შეატოვა.

სირცხვილის კრიდორი უნდა მოვუწყოთ
ჯელალ ქიქავას, რომელმაც აჭარელი კაცის ღირსება შეურაცხყო და ოსმალოს შემოსევების დროს უმოქმედობაში დაადანაშაულა, მაშინ როდესაც საუკუნეების განმავლობაში სისხლად იღვრებოდა საკუთარი ღირსების და სამშობლოს დასაცავად აჭარელი კაცი.

სირცხვილის კრიდორი უნდა გაიაროს მწამებლებმა, ადამიანების გამაუპატირებლებმა, მევახშეებმა, რომელთან ნაკლებობასაც არ განიცდის ბათუმის აქციაზე ოპოზიცია.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები