“სისტემას სურს რომ საზოგადოება კონცენტრირდეს ბაჩალიაშვილის პირად ურთიერთობებზე,”-გიორგი კაპანაძე:

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს-

“თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საიდუმლო არის არა ყოფით პრობლემებში, არამედ მის პროფესიულ კავშირებში.
თუმცა, სისტემას სურს რომ საზოგადოება კონცენტრირდეს ბაჩალიაშვილის პირად ურთიერთობებზე, რადგან მთელი ეს ისტორიები ძალიან გვაშორებს რეალობას.
დიდი ალბათობით, 23 წლის გოგო მოკლეს, შემდეგ თვითმკვლელობის ინსცენირება დადგეს, ახლა კი უბინძურესი მეთოდებით აშავებენ გარდაცვლილსა და მისი ოჯახის წევრებს.
ბევრი დეტალი მეტყველებს იმაზე რომ სავარაუდოდ, მომხდარია პროფესიონალების მიერ წინასწარ დაგეგმილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სისტემასთან.
ეს არის მთავარი ამბავი აქ.
ხოლო თუ ასე არ არის, რაც შეიძლება სწრაფად ჩართონ გამოძიების პროცესში FBI და სულ რამდენიმე კვირაში გვეცოდინება: რა, რატომ და როგორ მოხდა.”-წერს კაპანაძე

შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე იმ მთავრობის და პარტიის მხარდამჭერია, რომლის დროსაც 26 მაისს წამებით მოკლული მამა-შვილი სახურავზე შემოაგდეს და გვაჯერებდნენ თითქოს დენმა დაარტა. შესაბამისად ეს  დიდი ფანტაზია ახლა გასაკვირი სულაც არ არის, უბრალოდ წლებშია შეცდომა, ეს რაც ახლა  ამ პოსტში წერია იყო წინა მთავრობის დროს .რაც შეეხება პირად ურთიერთობებს სწორედ რომ მათი ტელევიზიის მხრიდან მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის პირად ცხოვრებაზე საუბარი იმ დოზით რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ეს ფაქტი!

მოამზადა ნათია ბერიძენ

კომენტარები