სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით – ტყის და მინდვრის ხანძარი

სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით ასეთია:
⛔რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
„რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, დარჩენილია 2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა. ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს.
⛔იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.
დილის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
⛔აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
⛔სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
⛔დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შემოვიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.
⛔შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.
კომენტარები