„სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს, როგორ ითარგმნება იგი“

კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი არქივიდან:

“როცა აღკვეცისას მონაზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ “ერეკლეს” მიწოდებდნენ. ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის პატივსაცემად დამარქვეს ირაკლი. ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: “ილია“.
ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს, როგორ ითარგმნება იგი.
“ერეკლე” ნიშნავს ფიზიკურ ძალას, “ილია” კი — ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა — ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!”

 

კომენტარები