„სიფრთხილე მაინც საჭიროა. დიდი სადღესასწაულო შეკრებები ვაქცინირებულებისთვისაც კი არ არის უსაფრთხო“ – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს:

-„კორონავირუსის ახალი შტამი – „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა. ამერიკელებმა, რომლებიც აცრილები არიან, რომელთაც ბუსტერ დოზაც მიღებული აქვთ, შეიძლება, საახალწლო დღესასწაულები ოჯახებთან ერთად გაატარონ, თუმცა დიდი შეკრებები მათთვისაც არ არის უსაფრთხო, ვინც ბუსტერ დოზა მიიღო“,

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განახადეს, – კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, –  ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, – „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

„ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ მსოფლიოს კიდევ 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

კომენტარები