“სიცოცხლეს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასია”

სოციალურ ქსელ ფეისბუქში საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამს ჯეოსთილს და ქ. რუსთავში არსებულ საწარმოების მიმართ:

“ასეთი მდგომარეობაა, ეს მოცემულობა გვაძლევს საშუალებას ჯეოსთილს და ქ. რუსთავში არსებულ საწარმოებს გამოვუცხადოთ ბრძოლა, ეს ბრძოლა ემსახურება ერთ ინტერესს! სიცოცხლეს, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძვირფასია, რომელიც არ მეორდება. ეს არავის არ უნდა შერჩეს! ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ჩვენ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ერთმანეთისთვის სანამ ცოცხლები ვართ და სანამ ეს ნაძირლები დაგვხოცავენ.”

“ეს რომ თქვენი სახლის წინ ხდებოდეს, ხმას ამოიღებდით და იმოქმედებდით, მაგრამ ეს თქვენი სახლის წინ არ ხდება, არც თქვენს ეზოში ხდება და არც თქვენს ქალაქში. ადვილია არა? ამ უმსგავსობას და უკანონობას თუ არ ებრძვით, მაშინ თქვენც დამნაშავეები ხართ! თუ ხელს უწყობთ და თვალს ხუჭავთ უმოქმედობით, მაინც დამნაშავეები ხართ! ჩვენ იმაზე მეტს ვფიქრობთ ჩვენი ჯანმრთელობის და ქალაქის გადასარჩენად, ვიდრე თქვენ მის გასანადგურებლად. European Parliament ჩვენ არ გვაქვს კანონი, ჩვენი კანონი ძირმომპალია. საქართველოს პარლამენტი თქვენი უმოქმედობა იწვევს ჩვენი მოსახლეობის დაავადებას, სიკვდილიანობას, სტრესს და სხვა მრავალი ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობის გაუარესებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თუ სტრატეგია არ დავისახეთ და მოქმედებაზე არ გადავედით, ყველაფერს დავკარგავთ! გამონაბოლქვი, უკანონო მშენებლობა, დაავადებები, სიკვდილიანობა..ნუთუ საკმარისი არ არის, რომ თვალები გაახილოთ? და თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ ყველაფერს თავი მოაბათ, მაშინ თქვით და ჩვენ გადავწვყვეტთ, ჩვენს რუსთაველ ხალხთან ერთად, რა როგორ აჯობებს!!! ”

           

               

კომენტარები