სი ძინპინმა, ჯო ბაიდენთან ონლაინ მოლაპარაკებების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენი შეძლებს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოუწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაუბრუნდეს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, იტყობინება CGTN.

სი ძინპინმა, ამერიკის პრეზიდენტთან ონლაინ მოლაპარაკებების შემდეგ, იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენი შეძლებს ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა განიხილეს ვითარება ავღანეთში, ირანსა და კორეის ნახევარკუნძულზე. თავის მხრივ, ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის რესპუბლიკის მოქმედებების გამო სინციანში, ჰონგ კონგსა და ტიბეტში.

მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს “”ტაივანის”” დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ შექმნის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს ჩინეთის წინააღმდეგ და არ შევა შეიარაღებულ კონფლიქტში PRC-სთან.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები