სკანდალი: ამერიკელების დაფინანსებით ქართველი სამხედრო ბიოლოგები კორონავირუსს 2012 წლიდან იკვლევდნენ – დილიანა გაიტანჯიევა:

„23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია Eco Health Alliance-ემ პენტაგონისაგან მიიღო 1,5 მილიონი დოლარი პროექტის დასრულებისათვის, რომელიც სწავლობს დასავლეთ აზიაში იმ ზოონოტიურ დაავადებათა გამოვლენის რისკებს, რომელთა გადამტანები არიან ღამურები. ის ვარაუდობს აგრეთვე ხუთი ქვეყნიდან კორონავირუსების გავრცელების საქართველოს და იორდანიის ბიოლაბორატორიებში კვლევასაც. საკითხის შესწავლით დაკავებულნი არიან ქართველი სამხედრო ბიოლოგები – წერს ბულგარელი ჟურნალისტი, მკვლევარი დილიანა გაიტანჯიევა საიტზე Arms Watch.

ქართველი და ამერიკელი ბიოლოგები საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში ღამურებისგან ნაცხებს იღებენ – ილუსტრაცია: armswatch.com.

დაწვრილებით: https://eadaily.com/ru/news/2020/05/05/gruzinskie-voennye-biologi-prodolzhat-izuchat-koronavirusy-do-2022-goda

2017 წელს აშშ -ს  ნაციონალურ თავდაცვაზე  საფრთხეების შემცირების სააგენტომ(DTRA) აამუშავა 6,5 მილიონი დოლარიანი ხუთწლიანი  პროექტი, რომელიც გულისხმობდა, რომ აზერბაიჯანში, თურქეთში, იორდანიაში, სომხეთსა და საქართველოში დაიჭერდნენ  5 ათას ღამურას, შეაგროვებდნენ ანალიზებს და კვლევებს ჩაატარებდნენ საქართველოს და იორდანიის ბიოლაბორატორიებში.

ილუსტრაცია:  researchgate.net.

ცნობილია, რომ 2018 წლის დასასრულს  Eco Health Alliance-ეს  სპეციალისტებმა უკვე მოასწრეს ცხრა სახეობის წარმომადგენელი 270 ღამურის ნაცხების აღება  თურქეთში, საქართველოსა და იორდანიაში. ხოლო მარტში ცმობილი გახდა, რომ კორონავირუსის  პანდემიის მიუხედავად, პროექტი ისევ გრძელდება.

ილუსტრაცია: researchgate.net.

აშშ-ს კონგრესის წევრმა გაი რეშენტხალერმა წერილი მისწერა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, რომელშიც აცნობებდა, რომ Eco Health Alliance-ეს, მარტში, პროექტის დასასრულებლად გადაეცა 1,5 მილიონი დოლარი. თუმცაღა მას უფრო მეტად აინტერესებდა სხვა რამ: ხომ არ წავიდა ეს თანხა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთობლივ პროექტებზე, რამდენადაც Eco Health Alliance მასთან უკვე დიდიხანია თანამშრომლობს და ატარებდა კორონავირუსის ერთობლივ კვლევებს.

ილუსტრაცია: armswatch.com.

როგორც ჟურნალისტი, მკვლევარი დილიანა გაიტანჯიევა წერს, ამერიკელი სამხედროები კორონავირუსების კვლევას საქართველოში აწარმოებენ 2012 წლიდან და ამ კვლევებში მონაწილეობას ღებულობს შვიდი ყოფილი სამხედრო ბიოლოგი.

ილუსტრაცია: a.com. ილუსტრაცია:

ილუსტრაცია: armswatch.com.

ამასთანავე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრი ჯერ კიდევ 2016 წელს მიუთითებდა ISTIC  Project  G-2101  პროექტზე, ამ პროექტის ჩარჩოებში  მკვლევარები ეძებდნენ არა მარტო კორონავირუსებს, არამედ ციმბირის წყლულის გამომწვევსაც.

ილუსტრაცია: armswatch.com.

„ჩვენს კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღამურები, საქართველოში ,ისეთი პათოგენების რეზერვუარს წარმოადგენენ როგორებიც არიან კორონავირუსები, ბარტონელა, ლეპტოსპირა და ბრუცელა, რომელთაც უფრო მეტად გააჩნიათ პანდემიური პოტენციალი“,- Arms Watch – ის საიტზე , მოყვანილია -ლუგარის ცენტრის ვირუსოლოგის, ლელა ურუშაძის , ილია ჭავჭავაძის სახ. სახ. უნივერსიტეტში დაცული დისერტაციიდან -ამონარიდი. მან დააზუსტა: „ ჩვენ, ბადეების მეშვეობით ,დავიჭირეთ 450 ღამურა. ექსპერიმენტალური მასალა იკრიბებოდა ორჯერ 2012 და 2014 წლებში. მათ ვაგზავნიდით უსაფრთხოების მესამე დონის საველე ლაბორატორიებში შემდგომი დამუშავების და მათში მითითებული პათოგენების არსებობაზე გამოკვლევებისათვის.

ილუსტრაცია:  armswatch.com.

როგორც  EADaily  იუწყებოდა, სახალხო ჯანდაცვის ლუგარის სახელობის კვლევითი  ცენტრი საქართველოში უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბადებდა კითხვებს, რამდენადაც იქ ისეთი კვლევები ტარდება, რომელთაც  შეიძლება ორმხრივი  დანიშნულება  ჰქონდეთ, ერთ-ერთში კი პროექტის სპონსორი   არის DTRA.

სხვათაშორის ასეთი ტაქტიკა აძლევს ბიოლაბორატორიებს  ნებისმიერი ბრალდებისაგან  თავის დაცვის საშუალებას. უფრო მეტიც – ქართველმა ხელმძღვანელებმა აქტიურად დაიწყეს ცენტრში რუსეთის წარმომადგენლების  მოპატიჟება. ასე მაგალითად, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და სახალხო ჯანდაცვის ნაციონალური ცენტრის უფროსმა   ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოიპატიჟა რუსეთის სსს-ოს ოფიციალური წარმომადგენელი მარიამ  ზაქარიას ასული  ლუგარის ლაბორატორიაში; „კორონავირუსულ

ინფექციასთან ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა არც გლობალური მასშტაბით და არც ჩვენთან, მაგრამ მათ სავარაუდოდ უჩნდებათ კითხვა, რატომ არის საქართველო ახლა მეტად წარმატებული, რატომ არის ასე ცოტა შემთხვევები, რატომ იქნა ყველა შემთხვევა გამოვლენილი და დამტკიცებული.

რატომ იღებდა ეს ხალხი ასეთ კარგ მკურნალობას; რატომ არის საქართველოში ასეთი დაბალი სიკვდილიანობის დონე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმ ქვეყნის ჩათვლითაც, რომელსაც ქალბატონი ზახაროვა წარმოადგენს. მე მივმართავ მათ და ვეპატიჟები ლუგარის ლაბორატორიაში, თუ ეს მისთვის საინტერესოა“.

ამასთანავე , ლუგარის ცენტრში  დღემდე ვერ ახსნეს დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ჟურნალისტ დილიანა გაიტანჯიევას ხელში მოხვდა. ეს იყო  ადამიანის გაყინული სისხლისა და  პათოგენური  ბარტონელას  (ღამურებიდან ამოღებული) ქვეყნიდან გასატანად  გასაფორმებელი ქაღალდები, სამხედრო პროგრამის  დიპლომატიური ტვირთის ფარგლებში.

დაწვრილებით: https://eadaily.com/ru/news/2020/05/05/gruzinskie-voennye-biologi-prodolzhat-izuchat-koronavirusy-do-2022-goda?fbclid=IwAR1JrYQAajNIBOp-JLsXq4qqJNSSXnbpuioF21SaaKhtggfp30kqqzh9uT8

 

ინფორმაციის წყარო: https://eadaily.com/ru/news/2020/05/05/gruzinskie-voennye-biologi-prodolzhat-izuchat-koronavirusy-do-2022-goda

 

 

კომენტარები