„სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. ბავშვებზე გამანადგურებელ“ – ჯანმო

პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

-„სკოლების დახურვა ბავშვებზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს. დროებითი დახურვა მხოლოდ ლოკალიზებულ ადგილებში უნდა მოხდეს, თუ Covid-19 ინტენსიურ გადაცემას აქვს ადგილი. სკოლის დახურვის დროს განათლების მიღების უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დისტანციური სწავლების გზით. სკოლების დახურვის დრო გამოყენებული უნდა იყოს პრევენციული ზომების განსახორციელებლად“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები