სლოვაკეთში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა
სლოვაკეთში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას ინაგარუცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩაპუტოვამ, რომელიც სლოვაკეთის პირველი ქალი პრეზიდენტია ფიცი პარლამენტის სპეციალურ სესიაზე დადო.
საბჭოთა კავშირის და ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ზუზანა ჩაპუტოვა ქვეყნის რიგით მე-5 პრეზიდენტია.
ადვოკატმა და აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 31 მარტს გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერმა ჩაპუტოვამ ხმების 58,01% დააგროვა, სახელისუფლებო პარტია შმერ-ის კანდიდატმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა კი – 41,98%. ხმების 90 % უკვე დათვლილია. 17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ 40,57%, შეფროვიჩმა – 18,66% მიიღო.