სოზარ სუბარი: „გონიერება გვმართებს ყოველთვის… ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ და რომ არ აშენდა…“

პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა:

-„გონიერება გვმართებს ყოველთვის. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიმიღია ცხელ გულზე, მათ შორის, ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლის, ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. ხაიში, რომელიც გადავარჩინეთ დატბორვას, ჩემი მშობლიური სოფელია. ჭუბერთან ყველაზე ახლო სოფელია და ჩემი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ საქართველომ უზარმაზარი დარტყმა განიცადა იმით, რომ ხუდონის ჰესი არ აშენდა.

ცხელი გულს მიღმა შეიძლება, დავინახოთ ძალიან ბევრი პოლიტიკური ქვენა გრძნობა, რომელიც უერთდებიან ამ ნაბიჯებს და ხშირად ამ ქვენა გრძნობის უკან სხვა ქვეყნის ინტერესები დგას. ამიტომაც ყველაფერი კარგად უნდა ავწონ- დავწონოთ, სანამ ასეთ რადიკალურ ქმედებებზე გადავალთ. ჩვენ გვჭირდება ქვეყნის განვითარება, განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ არ იქნება ენერგეტიკა, ეს არის ეკონომიკის საფუძველთა საფუძველი“.

კომენტარები