სოზარ სუბარი: ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით..

ზურა ნოღაიდელის ჩვენების დეტალებმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, დაამტკიცა ის, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით – ვიცოდით, რომ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩაიდინეს სამშობლოს ღალატის აქტი, როდესაც ყოველგვარი საბუთის გარეშე გამოაცხადა, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური არ არის საქართველოს ტერიტორია. ყველა დეტალი, ყველა საბუთი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე, კულტურის მინისტრი, პარლამენტის წევრები, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და თუ რაიმე საბუთი ამტკიცებს, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, რომ ეს არის აღარაა საბუთი და ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება, ამით ბუნებრივია მხარეს რომელთანაც ამ შემთხვევაში გასარკვევი გვაქვს სად გადის საზღვარი იმას აძლევენ იარაღს ხელში და ის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ბუნებრივია როგორც ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეულ საზღვრებზე დავამტკიცოთ რომ ეს არის ჩვენს მხარეს, ისე ისინი ეცდებიან, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ გაუგებარი და აღმაშფოთებელი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები