„სოლიდარობა სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს“

13 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს – „სოლიდარობა სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს“.

-„ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ და სამართალდამცავებიც მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას. მესამე სექტორის აზრით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს დემოკრატიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ხელმომწერი ორგანიზაციები, სოლიდარობას ვუცხადებთ სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ“.

რიონის ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში ის კარვები დაშალა, სადაც ხეობის ბინადრები 169 დღის განმავლობაში ათევდნენ ღამეს.

შსს-ს განცხადებით, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელი იყო რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რის გამოც მიირეს გადაწყვეტილება კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.

დაზიანებული კარვები და ინვენტარი პოლიციის შენობაშია. ადგილი, სადაც საპროტესტო ბანაკი იყო განთავსებული, კომპანია „ენკამ” სპეცტექნიკით დაამუშავა.

კომენტარები