“სოლოლაკის რეზიდენცია არ არის შორს, შუშა-შუშა ჩამოვიღებთ – აქციის მონაწილე

აქციაზე კეთდება განცხადებები. გთავაზობთ ერთ-ერთი მონაწილის, გელა გელაშვილის კომენტარს: ”

“მივესალმები საქართველოს ერთიანობისთვის შეწირულ ოჯახებს. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მთავრობის მოქმედებით, გუშინდელ დღის შემდეგ დაზიანებულია.

მე მესმის, რომ ვიღაცეებმა უნდა დატოვონ თანამდებობა, მაგრამ რიგითობა უნდა განვსაზღვროთ.

დღეს საქართველოში გვყავს 305 პოლიტპატიმარი. ვიდრე მოვითხოვდეთ ვინმეს გადაყენებას, თითოეულმა ჩვენთაგანმა ამ ადამიანების განთავისუფლება უნდა მოვითხოვოთ. სოლოლაკის რეზიდენცია არ არის შორს.

იმ შემთხვევაში თუ ეს ახალგაზრდები არ იქნებიან განთავისუფლებულნი, შუშა შუშა ჩამოვანგრევთ სასახლეს.

ჩვენ ძალიან ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ ქართველი ერი არასდროს მოითმენს ღირსების შელახვას. დღეს იწყება ღირსების აღდგენა.

დღეს იწყება “ქართული ოცნების” დამთავრების პროცესი.

მე ვნახე უამრავი ჩემი თანამოქალაქე დაშავებული, ჩვენი დები და ძმები დასახიჩრებული, მაგრამ მე არ მინახავს ვერც ერთი დაზიანებული პოლიტიკური ლიდერი.” – აცხადებს აქციის მონაწილე.

 

 

კომენტარები