სოლომონ პავლიაშვილმა,  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმროში „WYNDHAM Batumi“, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების მიზანი იყო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება.

საინვესტიციო ფორუმს 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანია, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის (ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თევზი, ღვინო და სხვა) იმპორტირებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რეგიონში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია.

 

კომენტარები