სომხეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ტყვეების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თხოვნით
მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაეხმაროს
ტყვეების დაბრუნებაში.

სარქსიანმა აღნიშნა, რომ ”სომხური საზოგადოება და დიასპორა ძალიან შეშფოთებულია აზერბაიჯანში ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობით”.

”რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობა ძალიან დაგვეხმარება ჩვენი სამხედრო ტყვეების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე აზერბაიჯანში დაღუპულთა ცხედრების დაბრუნების უკიდურესად მტკივნეული საკითხის მოგვარებაში”, – ნათქვამია სარქისიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე დღეს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიანიანმა თავის Facebook- ზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლების დროს დაღუპული 600-ზე მეტი გვამი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების დახმარებით გამოიტანეს.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები