სომხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა
სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს, 5 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა. ამ ინფორმაციას სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
-„პრეზიდენტი თვითიზიზოლაციაში იმყოფება,დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა. მას ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც დაავადების ამ ფორმისთვისაა დამახასიათებელი. მკურნალობას ექიმების დაკვირვების ქვეშ განაგრძობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 161 415 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 908 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 147 961.