სომხეთის პრემიერ-მინისტრი, სომეხ ხალხს, ქვეყანაში არსებული ყველა სასამართლოს ბლოკირებისკენ მოუწოდებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სომეხ ხალხს ქვეყანაში არსებული ყველა სასამართლოს ბლოკირებისკენ მოუწოდებს.
მიმართვა პრემიერ-მინისტრმა, ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაავრცელა. ის ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, სასამართლოების ყველა შესასვლელი და გამოსასვლელი გადაკეტონ.
სასამართლოების პრობლემაზე კვლავ ალაპარაკება სომხეთში, სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ, 2008 წლის, 1-ელი მარტის საქმეზე, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლამ გამოიწვია.
თავის მხრივ, სომეხი ანალიტიკოსი ჰაიკ ხალატიანი, ფაშინიანის გამოსვლას უარყოფითად აფასებს და ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„რევოლუციის მეორე ეტაპი, – ფაშინიანი საზოგადოებას სასამართლოების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ნიკოლ ფაშინიანი ვერ აცნობიერებს, რომ მისი ეს მოწოდება სასამართლო სისტემის დამხობისკენ, ზუსტად ის დანაშაულია რაშიც თავად ადანაშაულებს რობერტ ქოჩარიანს. ფაშინიანი თავადაც ვერ ხვდება, რომ მსგავსი ქმედებებით, საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს.
პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის მანდატის მიუხედავად, პრობლემის მშვიდად, კანონის ფარგლებში გადაჭრის სურვილი ფაშინიანს მაინც არ აქვს.
ის ყველას დაუმტკიცებს, რომ არ შეუძლია საქმის მშვიდად და ცივილურად გადაწყვეტა.
ეს კი ქვეყნის იმიჯზე, ინვესტიციებსა და ეკონოკიმაკზე ცუდად აისახება.“ – წერს ჰაიკ ჰალათიანი.