სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდნენ
31
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდნენ.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრა ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება. მხარეები მთიან ყარაბაღზე მიღებული საზავო შეთანხმების განხორციელების გზებს და რეგიონის პრობლემის გადასაწყვეტად სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ.