„სომხეთის სამხედროების მცდელობა მიუღებელია“-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება :

-„ყველა სახის გადატრიალების წინააღმდეგნი ვართ.  სომხეთის სამხედროების მცდელობა მიუღებელია. არსებული ადმინისტრაცია თუ შესაცვლელია, ეს სომეხმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სომხეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გადააყენა. გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანი ამას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

კომენტარები