სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

-„სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში 44-დღიანი ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებში ადანაშაულებს.

სომხური მხარე აცხადებს, -აზერბაიჯანმა დაარღვია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და სომხეთის მცხოვრებთა სიცოცხლის უფლება, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის, ხელშეუხებლობის, საკუთრების, პირადი ცხოვრების, განათლებისა და სხვა უფლებები.

ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი პირველი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი“, – წერს გამოცემა „ნიუს ამი“.

კომენტარები