სომხეთის 550 სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. აზერბაიჯანულმა ჯარმა

27 სექტემბერს, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთის 550 სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. აზერბაიჯანულმა ჯარმა 22 სომხური ტანკი და სხვა მძიმე ჯავშანტექნიკა, 18 უპილოტო საფრენი აპარატი და 3 საწყობი გაანადგურა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

სომხურმა მხარემ მონაცემები დაღუპულების შესახებ უარყო. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ 31 ადამიანი დაკარგა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა განაცხადა, – ბაქომ 27 სექტემბერს 200-მდე სამხედრო დაკარგა. ამასთან განადგურდა 30 ტანკი და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. მანამდე, ბაქოში 5 დაღუპულის და 19 დაჭრილის შესახებ განაცხადეს.

დილით საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია, 27 სექტემბერს დაიძაბა. იუწყება BBC .

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გამწვავდა.

კომენტარები