„სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა“

სომხეთმა ქალაქ განჯაზე იერიში ბალისტიკური რაკეტა „სკადით“ მიიტანა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

-„სომხეთის ტერიტორიიდან ქალაქ განჯის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გამოუშვეს. განჯა საბრძოლო ზონიდან შორს არის. ამის არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. განჯაზე იერიში ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს.

„სკადის“ გამოყენება მჭიდროდ დასახლებული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უზნეობასა და შიზოფრენიულ აზროვნებაზე მიუთითებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

კომენტარები