სომხეთში დაახლოებით 200 რუსი მშვიდობის დამცველი ჩავიდა

რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთში 200-ზე მეტი მშვიდობის დამცველი ჩაიყვანა. რუსეთის მე-15 სამშბიდობო ბრიგადის მეთაურების და ჯარისკაცები, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და კავშირის საშუალება 12 ილ-76 ტიპის თვითმფრინავით გადაისროლეს სომხეთის რესპუბლიკაში. ილ-76-ის ტიპის 12 თვითმფრინავი რუსი მშვიდობისმყოფელებით დაეშვა სომხეთში.

შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებმა სომხეთში 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის გარდა, ჯავშანტრანსპორტიორები, ჯავშანმანქანები და კავშირის საშუალებები ჩაიტანეს.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში საერთო ჯამში, 1 960 სამხედროს, 90 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და 380 ერთეულ ტექნიკას გაგზავნიან.

კომენტარები