სომხეთში მასშტაბური აქცია დაიწყო – ოპოზიციის ლიდერები დააკავეს

სომხეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია დაიწყო. მომიტინგეები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.  ამ ინფორმაციას სომხური გამოცემა armenpress ავრცელებს.

პოლიციამ უკვე დააკავა აქციის ორგანიზატორები და ოპოზიციონერი ლიდერები. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლო ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ერევანში საპროტესტო აქცია 17 ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

კომენტარები