სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს – 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება

სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ქალაქი კარვაჩარი, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.

ქალაქი კარვაჩარი კელბაჯარის რაიონში მდებარეობს. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომეხი მოსახლეობა სახლებს წვავს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„აქ, ქალბაჯარის რაიონში ზოგიერთი სომეხი მოქალაქე თავის სახლებს წვავს, რათა ის აზერბაიჯანს არ გადაეცეს“, – წერს აგრეთვე BBC-ის ჟურნალისტი.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულებაზე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 9 ნოემბერს შეთანხმდნენ, – კონფლიქტის ზონაში რუსული სამხედრო კონტინგენტი შევიდა.

სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს

კომენტარები