სომხეთში 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ – სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა აიკრძალა. ამ ინფორმაციას სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.

-„შეიზღუდა მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა, რომლებიც ირიცხებიან სამობილიზაციო რეზერვში: რიგითების, უმცროსი და უფროსი სერჟანტების 48 წლამდე, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას 50 წლამდე და უმაღლესი წოდების ოფიცრებს 55 წლამდე“ , – წერია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში.27 სექტემბერს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

 

კომენტარები