„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა“

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათი დაიჭრა. ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა. თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სომხური მხარის მტკიცებით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ პროვოკაციებს აგრძელებენ.

16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები