„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია“ – ვლადიმერ პუტინი

-„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია ჩვენთვის ძალიან სენსიტიურია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია 12 ივლისს გამწვავდა. შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ჯარისკაცები. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები