სომხური გამოცემა – „რატომ იყიდება სამედიცინო პირბადეები სომხეთში ძვირად, საქართველოსთან შედარებით? ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მოსახლეობას მხოლოდ ერთი თვის კომუნალური“

სომხურ გამოცემა „ჟამ”-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „რატომ იყიდება სამედიცინო პირბადეები სომხეთში ძვირად, საქართველოსთან შედარებით?” (ავტორი – არტაკ აკოფიანი).
-„დღეს სომხეთში „ხალხის წიაღიდან გამოსული” ხელისუფლება მოქმედებს.  ნიკოლ ფაშინიანს პოპულისტს უწოდებენ, – ისეთ მოღვაწეს, რომელიც ცდილობს, მოქალაქეებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებით, მათთვის თავის მოწონებას.  

ზოგიერთი იმასაც ამბობს, საქართველოში ხელისუფლებას პოპულისტური ხასიათი არ აქვს. საქართველოს მთავრობას არასაკმარის დემოკრატიულობაში ადანაშაულებენ.
 როგორია სინამდვილეში სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლება, როგორ და რა ფასად ებრძვიან ისინი კორონავირუსს?
კორონავირუსი, საქართველოში თავდაპირველად  26 თებერვალს დაფიქსირდა. სომხეთში 2 მარტს.
სომხეთი ვირუსის გავრცელებას უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა. სომხეთში უცხოელები 4,5-ჯერ უფრო ცოტა ჩამოდის, ვიდრე საქართველოში. 
28 მაისის მონაცემებით, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობა 8216 ადამიანს შეადგენს, საქართველოში  ანალოგიური მაჩვენებელი 10-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია. ჩვენთან ვირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა, საქართველოში 12, ანუ დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები.
სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ, მართალია, საქართველოსთან შედარებით ჩვენთან ჯანდაცვის მდგომარეობა უარესია, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ვირუსის გავრცელებამდე ჩვენთან დრამისა და დოლარის კურსი არ შეცვლილა, საქართველოში  ლარი-დოლარის კურსი დაახლოებით 14%-ით შეიცვალა, კორონავირუსამდე დოლარი თუ 2,8 ლარი ღირდა, დღეს 3,2 ლარი ღირს.  საქართველოში, სომხეთისაგან განსხვავებით,  სხვანაირი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ტარდება. სხვათა შორის, იგივეა რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. რატომ განსხვავდება სომხეთი ჩამოთვლილი ქვეყნებისაგან? 

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში პირველი მოხმარების საგნებზე ფასები არ შეცვლილა, ან თუ შეიცვალა, ძალიან უმნიშვნელოდ. სომხეთში, მაგალითად, ხილზე ფასებმა 20-30%-ით მოიმატა. საქართველოში ტურიზმი უფრო კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ჩვენთან. კორონავირუსმა ამ დარგს ორივე ქვეყანაში დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც გეგმავს,  შარშანდელი რეკორდული რაოდენობის (9,2 მილიონი ტურისტი) 25% მაინც მიიღოს. აქ კი ტურიზმი აბსოლუტურად ჩამკვდარია. არავის სჯერა, წელს სომხეთი შარშანდელი რაოდენობის (1,9 მილიონი) 10%-ს  მაინც თუ მიიღებს.

ნიკოლ ფაშინიანმა  რამდენიმე თვის წინ მოქალაქეებს მოუწოდა პირბადეების და სანიტაიზერების წარმოება დაეწყოთ.  როდესაც ის ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდა, ქართველები უკვე აწარმოებდნენ. დღეისათვის საქართველოში პირბადეებზე 9 მსხვილი საწარმო მუშაობს. მათგან უდიდესი – „New Technologie Impex“ თვეში 12 მილიონ პირბადეს ამზადებს.
 სომხეთში ფირმა „ტაშირ-ტექსტილი” თვეში მხოლოდ 900 ათას პირბადემდეს აწარმოებს. ამჟამად საქართველოში სრულიად უზრუნველყოფილია შიდა მოთხოვნილება პირბადეებზე. დაწყებულია მისი ექსპორტი  ევროპულ ქვეყნებში და აშშ-ში. წარმოება იმდენად დიდია,  პირბადის საშუალო ფასი საქართველოს აფთიაქებში და მაღაზიებში 50 თეთრამდეა, – მხოლოდ 75 დრამამდე. ჩვენთან პირბადის ღირებულება ორჯერ მეტია – 150 დრამამდე.
 სომხეთის ხელისუფლება ანტიკრიზისულ პროგრამაზე 300 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს, საქართველო  750 მილიონზე მეტს.
ჩნდება კითხვა: რატომ უწოდებენ სომხეთის დღევანდელ მთავრობას და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს პოპულისტურს, საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კი – არა?
ნიკოლ ფაშინიანის მთავრობამ მოსახლეობას მხოლოდ ერთი თვის კომუნალური ხარჯები აუნაზღაურა, საქართველოს მთავრობამ  სამი თვის ხარჯები დაუფარა.
კომენტარები