სოსო მანჯავიძე: ადამიანები ურთიერთსიძულვილის, განუწვეტელი ტყუილებისა და პოლიტიკურ-ინფორმაციული ხმაურის მოჯადოებული წრის გარშემო დავრბივართ
საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, სოცილაური ქსელით, პოლიტიკური თუ სოციალური ურთიერთობების ხარვეზებსა და ურთიერთპატივისცემის ნაკლებობაზე საუბრობს:
“საზოგადოებრივი მოვლენების აღწერისას ძალიან გამოსადეგია ენტომოლოგია.
ასე,მაგალითად, არის ასეთი საოცარი მოვლენა, მას ჭიანჭველების სასიკვდილო რბოლა ჰქვია.
ჭიანჭველების ბუდიდან ერთი ჯგუფი წრეზე სირბილს იწყებს.. მას სხვებიც უერთდებიან და ბოლოს მთელი ბუდე დარბის ამ წრის გარშემო.
სირბილით დაოსებული ჭიაჭველები კვდებიან და ეს საოცარი რბოლა ბოლო მათგანის სიკვდილით მთავრდება.
თუმცა არის შემთხვევები, როცა მცირე ჯგუფი წყვეტს რბოლას, როგორც წესი, ამ სასიკვდილო სპირალის ბოლო ეტაპზე..
გამოსავალი ამ სიტუაციიდან ჭიანჭველებს არა აქვთ.
შეიძლება სასწაული მოხდეს და ამ მოვლენის შემსწრე ადამიანმა მოინდომოს მათ”საქმეში” ჩარევა, ან სპილომ გამოიაროს და ფეხი დაადგას, ან სულაც ჭიანჭველაჭამ მიაგნოს და ნაწილი შეჭამოს, სხვებს რომ წრე დაერღვეთ და გადარჩნენ..
ზუსტად ასე დავრბივართ ადამიანები ურთიერთსიძულვილის,მექანიკურად დაჯერებული ცრურწმენების, განუწვეტელი ტყუილებისა და პოლიტიკურ-ინფორმაციული ხმაურის მოჯადოებული წრის გარშემო.
თუმცა ერთეულ ,ადამიანს,ან ჯგუფს მაინც შეუძლია ამ სასიკვდილო რბოლას მოწყდეს, თუ მიზეზებს გააცნობიერებს.
მთელი ბუდისთვის კი დიდი მადლია თუ მას ზემოდან ისეთივე მასშტაბის არსება გადაარჩენს, როგორიც ადამიანია ჭიანჭველასთან შედარებით,სანატრელი რომ არ გახდეს სპილო და ჭიანჭველაჭამია.” – წერს სოსო მანჯავიძე