სოსო მანჯავიძე ანაკლიის პორტის შესახებ: ჩინური ტვირთების გარეშე პორტი ეკონომიკურ კატასტროფად გადაიქცევა!
– “ჩინეთი “აბრეშუმის გზის” პროექტს ახორციელებს,რათა მოახდინოს სავაჭრო,მარშრუტების დივერსიფიცირება.
ჩინეთის ვაჭრობის 80% მიმდინარეობს მის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარე ყვითელი ზღვის გავლით,რომელსაც ფხიზლად დარაჯობს წყნარ ოკეანეში გაბატონებული აშშ-ს საზღვაო ფლოტი.
ბუნებრივია, აბრეშუმის გზის მარშრუტების დაგეგმვისას ჩინეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს,რომ ისინი არ შეიცავდნენ იმავე რისკებს,რომელთა პრევენციისათვის იქმნებიან.
პომპეოს განცხადება იყო გზავნილი ჩინეთისა და რუსეთისათვის,რომ აშშ უკონტროლოდ არ დატოვებს “აბრეშუმის გზის” პროექტს და გამოიყენებს თავის პოლიტიკურ გავლენებს ამისათვის.
ცხადია,განცხადება ,რომ რუსეთს და ჩინეთს არა აქვთ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ და ეს პორტი მოემსახურება თავისუფალ ეკონომიკებთან ჩვენს კავშირს- რიტორიკულია.
ჩინელები აუცილებლად გამოიტანენ ამ ვითარებიდან სათანადო დასკვნებს.
ისიც ცხადია, რომ ჩინური ტვირთების გარეშე პორტი ეკონომიკურ კატასტროფად გადაიქცევა.
ამიტომაცაა მიუღებელი ტვირთების მოზიდვაზე სახელმწიფომ გარანტიები მისცეს ინვესტორებს.
საქართველომ უკვე დახარჯა ამ პროექტისათვის საბიუჯეტო სახსრები.
ამიტომ ანაკლიის პორტის ლამის რელიგიურ დოგმად გადაქცევისა და კრეტინული შეძახილების მაგივრად,რომ ვითომ ვინც იძახის, ანაკლია ქვეყნის მომავალიაო- პატრიოტია,,ხოლო ვინც კითხვებს სვამს-რუსეთის აგენტი, კეთილი უნდა ვინებოთ და ამ მარტივ კითხვებზე პასუხი მოვითხოვოთ.
არსებობს თუ არა რაიმე სახის წინასწარი მონაცემები,ან განზრახულობათა ოქმები ტვირთების მოცულობის შესახებ?
თუ არსებობს,ვისთან?
არის თუ არა შეთანხმებული ტარიფები სხვა სატრანზიტო ქვეყნებთან და არიან თუ არა ისინი კონკურენტუნარიანი?
როგორ,როდის,რამდენი და რა ფორმით უნდა აუნაზღაუროს საქართველომ ინვესტორებს მათი შესაძლო ზარალი?
არის თუ არა შესწავლილი პოლიტიკური რისკები?
ადევნებენ თუ არა პატივცემული ოპტიმისტები რუსულ-ჩინური ურთიერთობების დინამიკას,თუ კვლავ ჰგონიათ ,რომ ჩვენს ჩრდილოეთით ოკეანეა?
ყველა ამ კითხვაზე პასუხების მოთხოვნის უფლება ყველა მოქალაქეს აქცვს,ვინაიდან ეს პროექტი ჩვენს სანაპირო ზოლზე,ჩვენივე ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება.
ხოლო თუ ტვირთების მოზიდვის ვალდებულებაც სახელმწიფოზე აკიდება მოახერხეს,საერთოდ.კრახი შეიზლება მივიღოთ.
ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მაგრამ ძალიან ცუდი ასოციაციები მაქვს.
სულ ზიგფრიდის საფლავი და ნიბელუნგები მაგონდება,ზაზა შათირიშვილის არ იყოს” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე.