სოსო მანჯავიძე: „ეტყობა, პარლამენტი ტუალეტი ეგონათ და გაბრაზდნენ, რომ არ უშვებდნენ“

სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს: „ეტყობა, პარლამენტი ტუალეტი ეგონათ და გაბრაზდნენ, რომ არ უშვებდნენ. ამ ფრაზებმა გიორგი დანელიას ფილმის, „მიმინოს“ პერსონაჟი გაახსენა – „კარს კი არ ამტვრევდა, დაუკაკუნა და უთხრა, რომ მასაც უნდოდა ტუალეტში“.
„გუბაზ სანიკიძე: -რაც არ ყოფილა, რა უნდა შემეკითხონ. მე ვუთხარი მათ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას თუ ეძებენ, ეს უნდა მოკითხონ ხელისუფლებას, რადგან მარტივი საკითხია, გახარია რატომ არ უშვებდა ქართველ მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში, როგორც თვითონ იძახის და რატომ შეუშვეს გავრილოვი. მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი”,
ინგა გრიგოლია.: და როგორ, პარლამენტში შეჭრა სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს?
ირაკლი ღლონტი.: – ჩვენ იქ რუსეთთან საომრად ვიჭრებოდით.
თინათინ ხიდაშელი : – რა იცოდა გახარიამ, რომ პარლამენტში შეჭრა სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხდებოდა?”

მახსენდება გიორგი დანელიას ფილმი”მიმინო”,სადაც მოსამართლის კითხვაზე,რატომ უმტვრევდა მიზანდარი ტუალეტის კარს გომიაშვილის გმირს- მკრტჩიანი ასე პასუხობს:
“Кто ломал? Зачем ломал? Он пастучал и сказал что тоже хочет”-ო.
რუსთავი 2-ის მართლმკვეთელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი გაგანია შტურმისას გადმოსცემდა:
“მოქალაქეები თხოვენ სპეცრაზმს, რომ გაათავისუფლონ ტერიტორია და შეუშვან ისინი პარლამენტის შენობაში”.
მედიაში მომუშავე ადამიანები ტყუილებისა და უხამსობის განუწყვეტელი ტირაჟირებისაგან და ამ ბინძურ საქმეში თავის გამოჩენისათვის წახალისებისაგან, სულ უფრო და უფრო ემგვანებიან დანტეს, ბოსხის, გოეთეს თუ გოიას ინფერნალურ პერსონაჟებს.
ერთი სიკეთე მაინც ახლავს მთელ ამ შაბაშს- ადამიანი ჯოჯოხეთის არსებობაში რწმუნდები,
ეს კი ნიშნავს,რომ სამოთხეც არსებობს.
ასე რომ,”იმერულ ესკიზებში” დასმული ცნობილი კითხვზე-, რა სარგებლობა მოაქვთ ქათმებს, ონავარი ბავშვის პასუხის არ იყოს- სკინტლი მასწავლებელოო, ჭინკებსაც მოაქვთ სარგებლობა.
მთავარია მათ ჭკუაზე არ დადგე ზოგიერთი შუაშისტივით“, – წერს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები