სოფელი აფხაზეთში, – რამდენიმე ქრისტიანი წმინდანი აწამეს – სასწაულმოქმედი წყარო დღემდე ამოდის
კომანი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, სოხუმიდან, 30 კილომეტრში, მდინარე გუმისთა ჩამოუდის და გარშემო მთები აკრავს. კომანს წმინდა ადგილს უწოდებენ, ქრისტიანობისთვის თავდადებული და წამებული არაერთი ადამიანის ცხოვრება უკავშირდება.
კომანში აწამეს წმიდა მოწამე ვასილისკო, როგორც ქრისტიანები ამბობენ, დღესაც ამოდის სასწაულმოქმედი წყარო. იქვე აღესრულა კონსტანტინოპოლის დიდი მღვდელმთავარი წმიდა იოანე ოქროპირი. კომანის მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს წმიდა დიდებულის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს თავი.